ზიდანი:„„ბაიერნთან“ მოგების შემდეგ ფეხბურთელებს საიდუმლო გავუმხილე“
ზიდანმა „ბაიერნთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„პირველ ტაიმში კარგად ნამდვილად არ გვითამაშია და ტექნიკური წუნიც გვქონდა. როგორც მოსალოდნელი იყო „ბაიერნმა“ თავიდანვე სცადა გოლის გატანა.“
„გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელებთან საიდუმლო გავამხილე. მე მათ ვუთხარი, რომ „ალიანც არენაზე“ გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი.“
„დანიელ კარვახალი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გვეცოდინება ოფიციალური დასკვნა.“
„ბეილთან დაკავშირებით ამ ეტაპზე განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი. სქემა, რომელიც გერმანიაში ავირჩიე სხვა ფეხბურთელებს მოვარგე.“
„მარსელო საოცარი ფეხბურთელია, როგორც დაცვაში, ასევე წინა ხაზში.“
„ისკო ალარკონმა დარტყმა მიიღო და სწორედ ამიტომ შევცვალე. საბედნიეროდ, ასენსიომ გაცემული ავანსი გაამართლა.“
„ბერნაბეუზე დიდი ბრძოლა გველის. 1-2 კარგი შედეგია, მაგრამ ჰაინკესის გუნდი ბოლო წუთამდე იბრძოლებს, ამიტომ კონცენტრაცია გვმართებს.“
- 26 აპრილი 2018
- 10 571
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.