რამოსი გუნდს შეუერთდა
მადრიდის "რეალი" განაგრძობს ხიხონის "სპორტინგისთვის" მზადებას.
ჩილელემა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინმა ფეხბურთელები ამ კვირას უკვე მე-3 შეკრიბა. გუნდში კარგი ახალი ამბებია, სერხიო რამოსი და კარიმ ბენზემა სრულად გამოჯანმრთელდნენ და გუნდთან ერთად ივარჯიშეს.
პელეგრინის თქმით, ფრანგი თავდამსხმელი "სპორტინგის" წინააღმდეგ აუცილებლად იქნება შემადგენლობაში. რამოსი კი შესაძლოა ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილოთ. ხოლო კაკას და მაჰამადუ დიარას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გუნდმა ვარჯიში ჩვეულ რიტმში განაახლა. დრენტემ, კაკამ და დიარამ კი ვარჯიში ვალებებასის საწვრთნელი ბაზის სტადიონზე დაიწყეს, შემდეგ კი მათ სპორტულ დარბაზში გადაინაცვლეს.
პირველ გუნდს დაემატნენ კასტილიელი ფეხბურთელებიც, მატეოსი, მარკოს ალონსო და როდრიგო. დასაწყისში თეთრებმა სტადიონის გარშემო ირბინეს. შემდეგ კი კარში დარტყმაში და სწრაფად სირბილში ივარჯიშეს. ბოლოს კი მადრიდისტებმა ბურთთან ერთადაც ივარჯიშეს.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 18 მარტი 2010
- 2 322
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.