კროოსი:„თუ მიუნხენში გავიტან, მოკრძალებულად აღვნიშნავ“
ტონი კროოსმა „ბაიერნთან“ მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„არანაირი სიტუაცია არ შეგვაშფოთებს, ვინაიდან დიდ გამოცდილებას ვფლობთ. ჩემპიონთა ლიგის თითოეული მატჩის მოგება დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არაერთი დრამატული საღამო გვახსოვს.“
„ვფიქრობ, იუპ ჰაინკესი „ბაიერნისთვის“ ზედგამოჭრილი მწვრთნელია. ის დიდ გამოცდილებას ფლობს. ზუსტად ვიცი, რამხელა შესაძლებლობები აქვს იუპს. ამ სპეციალისტმა გუნდი შუა სეზონში ჩაიბარა, მაგრამ ახლა „ბაიერნი“ 1/2 ფინალშია. ჩემთვის ძალიან რთულია მიუნხენში თამაში, მაგრამ პროფესიონალი ვარ და „რეკორდმაისტერს“ ბოლომდე შევუტევ. თუ გოლს გავიტან მოკრძალებულად აღვნიშნავ, ვინაიდან ქომაგებს დიდ პატივს ვცემ.“
„ჩვენ შეუძლებელი უნდა შევძლოთ და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოვიგოთ. ეს იქნება საოცარი შედეგი, რომელიც მადრიდისტებს გააბედნიერებს.“
„ზიდანმა იცის თავისი საქმე. ფრანგ ლეგენდას კიდევ არაერთი წარმატების მიღწევა შეუძლია. მწვრთნელის ძალიან კარგად გვესმის და მითითებებს ზუსტად ვასრულებთ.“
- 24 აპრილი 2018
- 4 700
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.