რამოსი:„„ბარსელონამ“ Copa Del Rey მოიგო, მაგრამ ამხელა ანგარიშს ვერ წარმოვიდგენდი“
მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა სამეფო თასის ფინალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა...
„რა თქმა უნდა, ჩემი ფავორიტი „სევილია“ იყო, რადგან ანდალუსიელი ვარ. „ბარსელონამ“ გამარჯვებას დამსახურებულად მიაღწია. ვალვერდეს ბიჭებმა მეტოქე დაჯაბნეს.“
„დიახ, „ბარსამ“ მოიგო „ლა კოპა“, მაგრამ მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ მონტელას გუნდი ასე იოლად დანებდებოდა.“
„მსურს მივმართო „სევილიას“ ქომაგებს და ვუთხრა, რომ მიმდინარე სეზონი მათ გუნდს არანაყოფიერად არ ჩაუტარებია.“
- 22 აპრილი 2018
- 5 914
- 3