ანჩელოტი:„თუ „არსენალში“ დავინიშნები „რეალის“ ვარსკვლავში 100 მილიონს გადავიხდი“
მაშ ასე. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს საფეხბურთო ლეგენდა, ლონდონის „არსენალის“ ეპოქალური თავკაცი, არსენ ვენგერი სამწვრთნელო კარიერას ასრულებს. ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ „მეთოფეთა“ სათავეში კარლო ანჩელოტის ვიხილავთ. იტალიელმა სპეციალისტმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ლონდონის „ჩელსის“ მწვრთნელი გავხდებოდი, მაგრამ გავხდი, ამიტომ ახლა არაფრის უარყოფა არ შეიძლება.“
„თუ „არსენალი“ ჩემთვის საინტერესო პროექტს შემომთავაზებს, შესაძლოა ლონდონში ვიმუშავო.“
„თუ „მეთოფეთა“ თავკაცი გავხვდები, 100 მილიონ ევროს გადავიხდი იმისათვის, რომ „რეალის“ ვარსკვლავი, ტონი კროოსი დავიყოლიო, ვინაიდან ის წარმატების მნიშვნელოვანი საწინდარი იქნებოდა.“
- 21 აპრილი 2018
- 7 521
- 7