„რეალმა“ რონალდუსთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, თუმცა ხელფასს ზრდის
ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა სპეციალურად შექმნილ საბჭოსთან ერთად კრიშტიანო რონალდუს ახალი კონტრაქტის საკითხები განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო...
რაც არ უნდა გასაკვირი იყო, მადრიდული გუნდი რონალდუსთან თანამშრომლობის გახანგრძლივებას აღარ გეგმავს და მოქმედი ვადა, რომელიც ფეხბურთელის გუნდში დარჩენას 2021 წლამდე ითვალისწინებს ძალაშია.
თუმცა ფლორენტინო პერესი რონალდუს ხელფასს გაუზრდის.
ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტი ციფრი, თუ რამდენი მილიონით გაიზრდება „შვიდიანის“ შემოსავალი.
2021 წლის 30 ივნისს კრიშტიანოს კონტრაქტი ამოიწურება, ამ დროს ფეხბურთელი 36 წლის იქნება. მადრიდში ეს გადაწყვეტილება საკვირველად ჩათვალეს, რადგან ხელფასის გაზრდასთან ერთად კონტრაქტის ვადის თუნდაც 1 წლით გახანგრძლივობა „ბლანკოსს“ არაფერს დააკლებდა.
- 21 აპრილი 2018
- 7 879
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.