კალდერონი: "რუნი რეალში არ გადავა"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა, კომენტარი გააკეთა, ბლანკოსის რუნისადმი დაინტერესებაზე....
რამონმა განაცხადა, რომ რუნი მადრიდელთათვის აუხდენელი ოცნება იქნება, რადგან მანჩესტერი არ აპირებს მის დაკარგვას.
მას შემდეგ, რაც "მერენგები" ლიგას დაემშვიდობნენ, პერესის პროექტში გაჩნდა ახალი ვარსკვლავი უეინ რუნი, ამაზე კი კალდერონმა დასძინა, რომ უეინი "რეალში" გადავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პერესი მასში 80-დან 100-მდე მილიონ ევროს გადაიხდის.
"ეს წარმოუდგენელია, რეალი ტყვილა კარგავს დროს. რა თქმა უნდა ფული მთავარია, რაზეც წითელი ეშმაკები დათანხმდებიან, მაგრამ უმთავრესი თვითონ ფეხბურთელის სურვილია" - განაცხადა კალდერონმა.
ინფორმაციის წყარო:As.com
- 18 მარტი 2010
- 2 094
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.