„პსჟ“ ნეიმარს უფრო იაფად გაყიდის?
ესპანური და ფრანგული გამოცემები იუწყებიან, რომ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს...
საქმე ეხება ნეიმარს. ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის „პსჟ“-ს სერიოზული ბრძოლების გადატანა მოუწევს. ფინანსური Fair Play-ს სერიოზული დარღვევიდან გამომდინარე, პარიზულ კლუბს გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ ძალიან დიდი თანხის მიღება მოუწევს.
პარიზელები ზაფხულში განახლებასაც გეგმავენ, მაგრამ თუ სურთ, რომ სანქციები არ მიიღონ, შემოსავლის სახით დიდი თანხა უნდა დააფიქსირონ.
ესპანეთში იუწყებიან, რომ ალ ჰელაიფი „რეალთან“ უკვე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თანაც 200 მილიონ ევროზე. შეგახსენებთ, „პსჟ“-ს ნეიმარი 222 მილიონი დაუჯდა.
პარიზში თვლიან, რომ ნეიმარს ისედაც აღარ სურს დედაქალაქში დარჩენა და მისი ყურადღება მადრიდისკენაა მიმართული, ამიტომ ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში დიდ შემოსავალსაც დააფიქსირებენ და აქტიური სატრანსფერო პოლიტიკის წარმოებასაც შეძლებენ.
- 20 აპრილი 2018
- 8 244
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.