კეპა:„ბერნაბეუზე თამაში ჩემი ოცნება იყო“
„ბილბაოს“ ატლეტიკის მეკარემ, კეპა არიზაბალაგამ მადრიდის „რეალთან“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში არსებული ინტრიგა კიდევ უფრო გააღვივა...
„1-1 არის ის შედეგი, რომელიც ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს, ვინაიდან მეტოქე „რეალი“ გახლდათ. გასაგებია, რომ სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული, თუმცა ფეხბურთელებს მონდომება ნამდვილად ეტყობოდათ.“
„ბერნაბეუ ჩემი ოცნება იყო. ამ სტადიონზე თამაშის საოცარ გრძნობებს უკავშირდება.“
კეპას ამ განცხადებით ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ სეზონის ბოლოს ის მაინც გახდება „ბლანკოსის“ კარის დარაჯი.
- 19 აპრილი 2018
- 3 213
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.