ოფიციალურად - „უეფამ“ რამოსის დასჯაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა
უკვე ოფიციალურად დადასტურდა „უეფას“ გადაწყვეტილება, რომელიც სერხიო რამოსის ქმედებას ეხება. მოგეხსენებათ, დისკვალიფიცირებული კაპიტანი გასახდელში შევიდა, შემდეგ კი ზინედინ ზიდანთან ერთად მოედნის ფარგლების სიახლოვეს იმყოფებოდა. ხსენებული საკითხი „უეფას“ სადისციპლინო კომიტეტმა შეისწავლა.
სერხიო რამოსს ნახევარფინალების ორივე შეხვედრის გამოტოვებას ემუქრებოდა, მაგრამ „უეფამ“ რამოსს მწვავე განაჩენი არ გამოუტანა და ის გუნდს დაეხმარება.
- 13 აპრილი 2018
- 12 537
- 35