მარსელო: "ჩემპიონობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ"
მარსელოს სჯერა, რომ გუნდი ლა ლიგის ჩემპიონი გახდება და არ ანაღვლებს რომელ პოზიციაზე ითამაშებს დაცვაში, თუ ნახევარდაცვაში.
ფოკუსირება კრიშტიანოზე:
"რონალდოს მთელი მატჩის განმავლობაში თვალს ვადევნებ, რადგან იგი ძალიან სწრაფია და ნებისმიერ მომენტში ხელსაყრელ პოზიციაზე შეიძლება გაჩნდეს. მისი შეჩერება შეუძლებელია."
თავის თავზე ფიქრი:
"მე არასდზროს ვთამაშობ ჩემი თავისთვის."
მარცხენა მცველი თუ ნახევარმცველი:
"ორივე პოზიციაზე თამაში ძალიან დიდი სიხარულს მანიჭებს, რადგან ამით ვხვდები, რომ გუნდს ვჭირდები. მართალია ორივე პოზიციაზე ვთამაშობ, თუმცა უირატესობას მაინც მარცხენა მცველის პოზიციას ვანიჭებ."
რონალდო - იგუაინის დუეტი:
"გუნდში იგუაინის და რონალდოს ყოლა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩვენ გუნდის დახმარებას როგორც შეგვიძლია ისე ვახერხებთ. იმედია ისინი მალე უკეთესად შევლენ ფორმაში და გუნდს ლა ლიგას მოაგებინებენ."
კაკა და ბენზემა:
"ბენზემა უკვე გამოჯანმრთელდა, რაც თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ლაპარაკი არ სჭირდება იმას, თუ რამხელა ძალაა იგრძნობა მისი სტადიონზე ყოფნისას. ასევე კაკაც ტრავმირებულია და მალე ისიც შემოგვიერთდება."
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 17 მარტი 2010
- 1 486
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.