კაკა: "ვერ გავამართლე"

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, რიკარდო კაკამ, ინტერვიუ ჩაწერა ესპანელ ჟურნალისტებთან...

"ვფიქრობ, რომ საერთოდ ვერ გავამართლე მადრიდელთა მოლოდინი. ვერ ვთამაშობ რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი მათგანი არის ის, რომ მადრიდს ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე, ხოლო რაც შეეხება მეორე მიზეზს, ტრავმები სულ თან დამსდევენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევენ".

"მიუხედავათ ამისა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი სამედიცინო და სამწვრთნელო შტაბების დახმარებით, დავიბრუნებ სასურველ ფორმას და "რეალს" დიდების დაბრუნებაში უკვე მომავალი წლიდან დავეხმარები. ეს ჩემი ოცნებაა".

"მართალია გამოვვარდით ჩემპიონთა ლიგიდან, მაგრამ ეს არავის არ აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ან ცუდი გუნდი ვართ, ან ცუდი მწვრთნელი გვყავს. მანუელი უნიკალური სპეციალისტია, რომელმაც იცის მისი საქმის კეთება".

"ჩვენ გუნდში, ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი არ არის. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად კი კრიშტიანო რონალდო მიმაჩნია. ის გენიოსია".

"პიპიტა ამტკიცებს მის მაღალ დონეს. მას ბევრი გოლი გააქვს და იმედია ასეც გააგრძელებს, ხოლო რაც შეეხება კარიმს, ის როგორც მე ადაპტაციას გადის და 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სულ მალე მეც და ისიც ჩვენ ნამდვილ ძალას განახებთ".


ინფორმაციის წყარო:As.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)