ვარანი:„თუ „იუვენტუსი“ 0-4 მოიგებს სენსაცია დაფიქსირდება“
რაფაელ ვარანმა „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გავხდი ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. 2011 წლის შემდეგ უდიდესი გამოცდილება მივიღე. ახალგაზრდებს ყოველთვის მოვუწოდებ, რომ ბევრი იშრომონ. მრავალ ასპექტში შეიძლება გაუმჯობესება, მთავარი მონდომებაა.“
„ჩემი ფიზიკური მდგომარეობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. საკმაოდ მაღალი ვარ და დიდი სისწრაფის განვითარება შემიძლია, რის გამოც ტრავმის რისკი მატულობს. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ ფიზიკური კონდიციები ვაკონტროლო.“
„გონსალო იგუაინი დიდი ფეხბურთელია, ის „რეალის“ ღირსებას წლების მანზილზე იცავდა და ვთვლი, რომ აქაურობას შესანიშნავად იცნობს. არგენტინელს უნდა ვუფრთხილდეთ.“
„უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქეს ჩვენი თამაში შევთავაზოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ვფიქრობ, შანსი ძალიან დიდია. თუ „იუვენტუსი“ 0-4 მოიგებს და 1/2 ფინალში გავა სენსაციასთან გვექნება საქმე, ამას არ დავუშვებთ.“
„ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვარ და მჯერა, რომ მაღალ დონეზე ვიასპარეზებ. მოედანზე უმაღლესი დონის ფეხბურთელები გამოვლენ. თუნდაც დაცვის ხაზში „იუვე“ ბრწყინვალეა. კიელინის დიდ პატივს ვცემ.“
„პაოლო დიბალას არყოფნა დიდი დანაკლისია, არგენტინელი მოთამაშე სერია „ა“-ში ერთ-ერთი საუკეთესოა და ევროსარბიელზეც ეფექტურად ასპარეზობს.“
„ვინ იქნება ჩემი მეწყვილე? ეს ზიდანს ჰკითხეთ.“
„მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგება შეგვიძლია და ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“
„კრიშტიანო რონალდუ უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მის გარეშე თამაში წარმოუდგენლად რთულია. როდესაც „შვიდიანი“ მოედანზეა, ყველანი იმედიანად ვართ.“
„ვალიეხოს გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მისი მონაცემები იმდენად აღმაფრთოვანებელია, რომ ნებისმიერ შეხვედრაში შეუძლია თავის გამოჩენა.“
„ჯიჯი ბუფონი? ის საფეხბურთო ლეგენდაა. წლების მანძილზე ამხელა ენთუზიაზმის შენარჩუნება პირდაპირ მიუთითებს ფეხბურთისადმი დიდ სიყვარულზე.“
- 10 აპრილი 2018
- 6 793
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.