ზიდანი:„ბეილს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ძალიან საჭირო ფეხბურთელია“

ზიდანმა „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

„ჩვენ თავს არ დავზოგავთ და ვეცდებით, რომ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვებას მივაღწიოთ და სატურნირო მდგომარეობა გავიუმჯობესოთ. თუ სიმეონეს გუნდის დამარცხება გვსურს ინტენსიური ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.“

„„ატლეტიკო“ ძალიან კარგად გუნდია და მეორე ადგილსაც იმსახურებს, მაგრამ „რეალი“ უჩვეულო პოზიციაზე იმყოფება, ამიტომ ვეცდებით, რომ მომდევნო ტურებში გამარჯვებები მოვიპოვოთ და ლა ლიგა ღირსეულად დავასრულოთ.“

„სამ დღეში ერთხელ მაღალი დონის თამაშების ჩატარება ჩვენთვის უცხო არ არის, ამიტომ ამ ეტაპსაც გადავლახავთ. გუნდმა „იუვენტუსმა“ დიდი ენერგია დახარჯა, თუმცა არსებობს რესურსი, რომელსაც სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ გამოვიყენებთ.“

„კრიშტიანო რონალდუ დიდებული ფეხბურთელია. პორტუგალიელთან ბევრს ვსაუბრობ. როდესაც ის ლა ლიგის მატჩებში მოედანზე არ სჩანს ყველაფერი შეთანხმებულია. შეუძლებელია 33 წლის მოთამაშემ ყველა შეხვედრა ითამაშოს, ჩვენ ამით რისკს გავზრდით.“

„გარეთ ბეილის შესაძლებლობების მტკიცებაზე დროს ნამდვილად არ დავკარგავ. უელსელი ფეხბურთელი შესანიშნავი ფიგურაა და წლების მანძილზე ამტკიცებდა საკუთარ კლასს. ეჭვი არ მეპარება, გარეთი მნიშვნელოვან მომენტებში გაიბრწყინებს.“

„ბეილი ფიქრობს, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშეა? მე ვთვლი, რომ არა. ის შესანიშნავია. მე მას ვუთხარი, რომ ძალიან საჭირო ფეხბურთელია.““

„გრიზმანი „ატლეტიკოს“ უმთავრესი ფიგურაა.“

„წავა თუ არა ბეილი? მომავალზე საუბარი ახლა არ შეიძლება.“

„იგივეს გეტყვით ჩემზე. არ ვფიქრობ სამომავლო გეგმებზე. ჩემი ყურადღება სრულად არის გადატანილი სეზონის წარმატებით დასრულებაზე.“

  • Hala
  • 7 აპრილი 2018
  • 9 443
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)