ზიდანი:,,,რონალდუს არ ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ ჩემი გოლი საუკეთესო იყო"
ზინედინ ზიდანმა „იუვენტუსის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„მე მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი ვარ, მაგრამ ასევე ვგულშემატკივრობ ფეხბურთს, რომელიც დღეს ტურინის სტადიონზე მოსულმა ადამიანებმა იხილეს. ეს იყო საფეხბურთო ზეიმი. მიუხედავად იმისა, რომ ალეგრის გუნდმა 0-3 წააგო, საოცარი სანახაობა დაიდგა.“
„კრიშტიანო რონალდუს გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ის საოცარ ფორმაშია. მინდა გითხრათ, რომ 45 წლის ასაკში პირველად მივიღე შოკი, ის, რაც რონალდუმ გააკეთა სტადიონიდან არასდროს მინახავს.“
„იმედი მაქვს, კრიშტიანოს არ ეწყინება, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემს მიერ 2002 წლის ფინალში გატანილი გოლი უფრო ეფექტური იყო, ვინაიდან უდიდეს მნიშვნელობას იძენდა, მაგრამ ასევე დავსძენ, რომ პორტუგალიელის მაკრატელა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ შევა.“
„მადრიდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და წასვლას არ ვგეგმავ, თუმცა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ამ გადაწყვეტილებას არა მე, არამედ პრეზიდენტი იღებს.“
„ისკოს გამოსვლა საოცარი იყო, პირდაპირ გეტყვით, მან გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.“
„ალარკონმა რონალდუს უკან თამაშს შესანიშნავად გაართვა თავი და ბრწყინვალე იყო ბენზემასთან, მარსელოსთან და სხვებთანე ერთად.“
„ბეილმა დღეს არ იასპარეზა, მაგრამ კარგად უნდა მოემზადოს, მას „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მოუწევს ასპარეზობა.“
- 4 აპრილი 2018
- 8 826
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.