ზიდანი:„მზად ვარ, „რეალიდან“ წავიდე, თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ „იუვე“ ჩემ გულშია“
ზიდანმა „იუვენტუსთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ტურინულ კლუბს ასეთ რაუნდებში კარგი დინამიკა აქვს, მაგრამ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ გავიმარჯვოთ და მათი წარმატებული სერია შევწყვიტოთ.“
„„იუვენტუსს“ და „რეალს“ იდენტური „დნმ“ აქვთ, ორივე გამარჯვებული გუნდის მენტალიტეტს ფლობს.“
„არასოდეს თქვა არასოდეს. ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ მოვა დრო, როდესაც ტურინულ კლუბს ჩავიბარებ, თუმცა მერწმუნეთ, ახლა სათავეში „ბლანკოსს“ ვუდგავარ და ჩემთვის ყველაფერი ამით სრულდება. თუ დამიმტიცებთ, რომ ამ მატჩებში „იუვე“ ჩემ გულში იქნება, „რეალს“ დავტოვებ.“
„ისკო მეტისმეტად მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ესპანელმა ეროვნულ ნაკრებში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა ის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ.“
„ფინალი დავიწყებულია, ჩვენ ახალ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ.“
„საყვარელი სქემა 4-3-3 გახლავთ, თუმცა ხანდახან დგება მომენტი, როდესაც ცვლილებებს მივმართავ.“
„ტურინში დიდი დრო გავატარე, იქ უდიდესი გამოცდილება მივიღე, ასევე კარგად ვიცნობ ფანებს და ვიცი, რომ ისინი კარგად შემხვდებიან.“
- 3 აპრილი 2018
- 6 335
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.