მარსელომ საუკეთესო 11 ფეხბურთელი დაასახელა
მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა, მარსელო ვიეირამ საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, სადაც მსოფლიოს არაერთი ვარსკვლავი ვერ მოხვდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შემადგენლობა მხოლოდ 11 ფეხბურთელით კომპლექტდება, ამიტომ გული არავის უნდა დაწყდეს...
მარსელო კარში ჟულიო ცეზარი ჩააყენა.
დაცვაში დანიელ ალვეში, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი და რობერტო კარლოსი განლაგდნენ.
ნახევარდაცვაში ადგილი კაზემირომ, ლუკა მოდრიჩმა, მესუთ იოზილმა და ზინედინ ზიდანმა დაიკავეს.
რაც შეეხება თავდასხმას. წინა ხაზში მარსელო რონალდუსა და ნეიმარის გამწესება არჩია.
ყველასათვის მოულოდნელად შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ იკერ კასილიასი და ლუის ნაზარიო რონალდო.
- 3 აპრილი 2018
- 4 839
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.