მარტის თვე რონალდუსთვის საუკეთესო იყო
კრიშტიანო რონალდუსთვის მარტის თვე საუკეთესო გახლდათ...
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გასულ თვეში 9 გოლის გატანა შეძლოა. მიმდინარე სეზონში კრიშტიანოსთვის ეს შედეგი საუკეთესოა.
მადრიდელი შვიდიანი შესანიშნავ ფორმაში შევიდა და დიდი იმედია მომდევნო პაექრობებშიც გამოიჩენს თავს.
„ბლანკოსს“ აპრილის დასაწყისი უმძიმესი აქვს. 3-11 აპრილის შუალედში ზიდანის გუნდი სამ ურთულეს შეხვედრას გამართავს. იტალიაში „იუვენტუსთან“, შემდეგ „ატლეტიკოსთან“ და ბერნაბეუზე კვლავ „იუვენტუსთან“. ამ დაპირისპირებაში რონალდუს კარგ თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
- 1 აპრილი 2018
- 2 567
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.