მზადება გრძელდება
მადრიდის რეალი აგრძელებს 2009/10 წლის სეზონისათვის მზადებას. ირლანდიაში გასვლისა და "მშვიდობის თასზე" თამაშის შემდეგ, მადრიდის რეალს ელის ტური ჩრდილოეთ ამერიკაში.
6 აგვისტოს , ზუსტად შუადღისას, თეთრები ტორონტოში უნდა ჩაფრინდნენ. ამის შემდეგ, მეორე დღეს დანიშნულია წინასამატჩო პრესკონფერენცია. შეგახსენებთ, რომ მადრიდისტები ხვდებიან ადგილობრივ კლუბს. ღამით მადრიდელები გამართავენ მსუბუქ ვარჯიშს. "ტორონტო"–სთან მატჩი დაგეგმილია 7 აგვისტოს საღამოს.
კანადელებთან მატჩის შემდეგ , მადრიდელები გაემართებიან ვაშინგტონში და იქ გაივლიან ანალოგიურ წინასამატჩო პროცედურას. 9 აგვისტოს დილით კლუბი გამართავს ვარჯიშს, რომლის შემდეგაც შედგება შეხვედრა ადგილობრივ კლუბთან. ამით ჩრდილოეთ ამერიკაში ტური დასრულდება, ხოლო კლუბი კი მადრიდში დაბრუნდება.
მადრიდში ბლანკოსებს რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ელით: 15 აგვისტოს– "რეალ სოსეიდად"–თან, 19 აგვისტოს–"დორტმუნდის ბორუსიას"–თან. საკონტროლო შეხვედრა იქნება "სანტიაგო ბერნაბეუს თასის"–თვის ბრძოლა, სადაც ბლანკოსები დაუპირისპირდებიან მილანს. ეს შეხვედრა დაგეგმილია 25 აგვისტოს.

წყარო: realmadrid.com
- 1 აგვისტო 2009
- 1 694
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.