ბენზემა:„მივმართავ მათ, ვინც მაგინებს და მაკრიტიკებს“
კარიმ ბენზემამ „ლას პალმასთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ფეხბურთის კარიერის საუკეთესო წლები 20-იდან 30-მდეა, რომელიც მე მადრიდის „რეალში“ გავატარე.“
„როდესაც ამ კლუბთან კონტრაქტს მოვაწერე ხელი ჩავიფიქრე, რომ ბევრი ტიტული უნდა მომეგო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და შედეგები სახეზეა. უბედნიერესი ვარ, რომ 400 მატჩს მოვუყარე თავი.“
„მინდა გითხრათ, რომ ჩემი პირველი გოლი „ბლანკოსში“ ძალიან კარგად მახსოვს. უბედნიერესი ვიყავი. დღეს უკვე 187 გოლი მაქვს გატანილი და ამით ვამაყობ.“
„მსურს მივმართ მათ, ვინც მაგინებს და მაკრიტიკებს. მე „რეალის“ მაისური 400-ჯერ მოვირგე და ეს ციფრი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ამის პირობას გაძლევთ.“
„სათამაშო ფილოსოფიას არ შევცვლი. ჩემთვის გოლები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საგოლე გადაცემის გაკეთებაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“
- 1 აპრილი 2018
- 4 618
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.