ნაჩო:„თქვენ არ იცით რატომ ვიტირე, მაგრამ გეტყვით“
ნაჩო ფერნანდესმა „ლას პალმასთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, ამიტომ ზინედინ ზიდანმა ის პირველივე ტაიმში შეცვალა. ესპანელმა ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის შემდეგ იტირა და კამერების დაკვირვების ქვეშ აღმოჩნდა. ნაჩომ ამ საკითხზე მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„არავინ იცით რატომ ვიტირე, შესაძლოა პროფესიონალ ფეხბურთელს ეს არ შეშვენის, მაგრამ მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოვჩნდი.“
„ეს არის პირველი ტრავმა ჩემ საფეხბურთო კარიერაში, არასდროს მიმიღია დაზიანება და არასდროს გამივლია სარეაბილიტაციო კურსი. 28 წლის ასაკში პირველად მიწევს ამ სიტუაციაზე შეგუება.“
- 31 მარტი 2018
- 8 036
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.