სიმეონე:„მეოთხე ადგილი „რეალისთვის“ დიდი სირცხვილი იქნება“
დიეგო სიმეონემ მადრიდის „რეალში“ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა...
„ზინედინ ზიდანის გუნდმა სეზონის შუაში ყველაფერს წერტილი დაუსვა და აღარავის სჯერა, რომ „რეალი“ ლა ლიგას მოიგებს, მათ შორის მეც ვარ.“
„ამ ყველაფერს მთავარი მწვრთნელი კარგად აანალიზებს და ყურადრებას ჩემპიონთა ლიგაზე ამახვილებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლა ლიგაში ეს გუნდი არ მოდუნდება, ვინაიდან მეოთხე ადგილზე გასვლა არ სურს, ეს ხომ „ბლანკოსისთვის“ სამარცხვინო იქნება.“
„სხვაობა, რომელიც „რეალს“ „ვალენსიასთან“ აქვს ძალიან მცირეა, ამიტომ თანაქალაქელები არაერთ შეხვედდრას მოიგებენ შიდა პირველობაზე.“
- 30 მარტი 2018
- 6 080
- 18