შუსტერი "რეალზე"
მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელი, ბერნდ შუსტერი, აგრძელებს სამეფო კლუბის კრიტიკას. ის ადანაშაულებს ფლორენტინო პერესს მადრიდელთა წარუმატებლობაში. მისი აზრით, გუნდს არ ჰყავს სასურველი თავკაცი.
"გაოცებული ვარ იმ ფაქტით, რომ პერესი იმავე შეცდომას უშვებს, როგორიც მან მისი პირველი მოსვლის შემდეგ დაუშვა. მეგონა, რომ ის შეცდომებზე ისწავლიდა, მაგრამ ფლორენტინო აგრძელებს უაზრო გადაწყვეტილებების გაკეთებას. მან გუნდში უნდა მიიყვანოს ისეთი მწვრთნელი, რომელიც კლუბს ნამდვილად გაუძღვება".
"მიმაჩნია, რომ არცერთ მაღალი დონის მწვრთნელს არ სურს ბლანკოსში გადასვლა, რადგან ამ კლუბს საკუთარი პოლიტიკა აქვს. "მერენგებს" შესაძლებელია სათავეში ჩაუდგნენ ისეთი მწვრთნელები, როგორებიც არიან: შუსტერი, ლუშემბურგო და ასე შემდეგ, მაგრამ რასაც ქვია უმაღლესი დონის თავკაცი ამ კლუბში გადასვლას არ მოისურვებს".
გერმანელი სპეციალისტი წუხს იმის გამო, რომ ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება. მისი აზრით, გუნდში უნდა მოვიდეს არსენ ვენგერი, რომელიც ნამდვილ სპექტაკლს დაადგმევინებს გუნდს სანტიაგო ბერნბაუზე და სხვაგანაც.
ინფორმაციის წყარო:As.com
- 16 მარტი 2010
- 2 914
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.