ვან დერ ვაარტის პრეს კონფერენცია
რაფაელ ვან დერ ვაარტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი თავს ბედნიერად გრძნობს.
"მე ყოველთვის ბედნიერი ვარ, მაშინაც კი როდესაც სათადარიგოთა სკამზე ვზივარ. ჩემი აზრით ვალიადოლიდის წინააღმვდეგ მთელმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და არც მე გამოვიყურებოდი ურიგოდ. მიმდინარე სეზონში მეორეჯერ ვითამაშე მატჩი თვიდან ბოლომდე, რაც ძალიან მახარებს. სეზონის დაწყების წინ განვაცხადე, რომ მინდოდა კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვყოფილიყავი და ჩემი ოცნებაც ახდა. ჩემი მომდევნო სურვილია ლა ლიგას მოგება."
"კაკას ძალიან დიდ პატივს ვცემ, იგი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მისი დაბრუნების შემდეგ უთამაშებლობის არ მეშინია."
"ჩემი აზრით, როდესაც ნივალდომ რონალდო დააზიანა წითელი ბარათი უნდა მიეღო, მაგრამ მსაჯს ეს მომენტი თვალთახედვიდან გამოეპარა. ცოტა მაკლდა და მსაჯს ჩემით ვაჩვენებდი, თუ როგორ უხეშად მოეპყრო კრიშტიანუს მოწინააღმვდეგე გუნდის ფეხბურთელი. მოხარული ვარ, რომ მან არ მიიღო ტავმა."
- 16 მარტი 2010
- 1 537
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.