ზიდანის ხელში ყველაზე მეტი ლუკას ვასკესმა ითამაშა
ზინედინ ზიდანი მაქსიმალურად ცდილობს გუნდის ყველა ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის შანსი, თუმცა გუნდში არიან ფებხურთელები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად ხვდებიან შემადგენლობაში...
კოლექტივში უკვე არსებობს 6 ფეხბურთელი, რომელმაც 100 და მეტი შეხვედრა ითამაშა ზიზუს მითითებების ქვეშ.
ეს მოთამაშეები არიან - კრიშტიანო რონალდუ, მარსელო, სერხიო რამოსი, ისკო ალარკონი, ტონი კროოსი და ლუკას ვასკესი.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ყველაზე მეტი მატჩი ლუკას ვასკესს აქვს ჩატარებული, ესპანელმა ფეხბურთელმა მოედანზე გასვლა უკვე 109-ჯერ შეძლო, მას შემდეგ მოდიან რონალდუ და ისკო 105 მატჩით, რამოსს და კროოსს 103 შეხვედრა აქვთ გამართული, კარიმ ბენზემას კი 101.
- 27 მარტი 2018
- 3 948
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.