ბენზემა:„„ლიონში“ რომ მეთამაშა „რეალზე“ მეტს გავიტანდი“
კარიმ ბენზემამ ჟურნალისტებთან საუბრისას წარსული გაიხსენა და საინტერესო კომენტარები გააკეთა...
„ჩემი ცხოვრების ყველაზე ჭკვიანური და წარმატებული ნაბიჯი მადრიდის „რეალის“ წინადადებაზე დათანხმება და უდიდესი გამოწვევის მიღება იყო. ამ კლუბმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა.“
„მე ფორვარდი ვარ, თუმცა მითამაშია ნახევარმცველად, გამთამაშებლად და ასე შემდეგ.“
„„ლიონში“ რომ დავრჩენილიყავი და იქ მეთამაშა გაცილებით მეტ გოლს გავიტანდი, ვიდრე ახლა „ბლანკოსში“ მაქვს გატანილი, მაგრამ არ მექნებოდა მოგებული ის საოცარი ტიტულები, რომელიც მადრიდში მოვიგე, მათ შორის არის ჩემპიონთა ლიგის 3 თასი.“
- 26 მარტი 2018
- 4 399
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.