ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებმა გაათავისუფლა
ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ხორვატიის ნაკრებმა მადრიდის „რეალის“ ლიდერი, ლუკა მოდრიჩი გაათავისუფლა...
ხორვატები მომდევნო შეხვედრას მექსიკის ნაკრებთან გამართავენ, სადაც კაპიტანი არ ეყოლებათ.
გადაწყვეტილება თავად ლუკას თხოვნით არის განპირობებული, ვინაიდან მას კლუბში სერიოზული დატვირთვის მიღება მოუწევს.
მოდრიჩი „რეალს“ სავარაუდოდ ხვალ შეუერთდება და ვარჯიშს დაიწყებს.
- 25 მარტი 2018
- 7 424
- 27