რამოსმა ესპანეთის ნაკრებში 150-ე მატჩი გამართა
სერხიო რამოსისთვის გერმანიასთან შეხვედრა საიუბილეო გამოდგა...
„რეალის“ კაპიტანმა ეროვნული ნაკრების მაისური 150-ედ მოირგო. ის არის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ამ მხრივ ლიდერი იკერ კასილიასია. ლეგენდარულმა მეკარემ ეროვნული ნაკრების ღირსება 167-ჯერ დაიცვა.
ეჭვი არავის ეპარება, რომ სერხიო იკერის შედეგს გააუმჯობესებს.
შეგახსენებთ, ლოპოტეგის გუნდი გერმანიის ნაკრებს 1:1-ზე „შეუთანხმდა“.
- 24 მარტი 2018
- 1 842
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.