ფრანჩესკოლი: "საუკეთესო შენაძენი არის კაკა"
ენცო ფრანჩესკოლიმ ინტერვიუ ჩაწერა ესპანელ ჟურნალისტებთან...
"ყველას თავისი აზრი აქვს. ზოგს მოსწონს "ბარსელონას" კომბინაციური თამაში, ზოგი კი უპირატესობას მადრიდის "რეალის" ასპარეზობას ანიჭებს".
"სამეფო კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის შემოფარგლული. მათი საშუალო ასაკი 25 წელია. ამ წლოვანებაში ზოგიერთი კარიერას იწყებს. ჩემმა მეგობარმა, ზიდანმა ეს 28 წლისამ დაიწყო".
"საუკეთესო შენაძენი არის კაკა. სულ არ მაინტერესებს, თუ რას ფიქრობენ მასზე სხვა პიროვნებები, მაგრამ მე მჯერა, რომ სწორედ იგი დაუბრუნებს რეალს ძველ დიდებას".
"რთულია, ერთმანეთს შეადარო მესი და რონალდო. ორივეს სვხადასხვა სტილი აქვთ".
"რეალის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას პრეზიდენტსა და მწვრთნელს აბრალებენ, რაც უსამართლობად მიმაჩნია, რადგან თვენახევარში პერესმა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები შეიძინა, რაც დასაფასებელი ფაქტია. ზიდანის დროსაც ვერ მიაღწია ბლანკოსმა პირველ წელს სასურველ შედეგს, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა ყველამ ნახეთ".
"იგუაინი ერთ-ერთი საუკეთესოა რეალში. მე ძალიან მინდა ჩავიხედო იმ ადამიანთა გულებში, რომლებიც სწორედ პიპიტას აბრალებენ წარუმატებელ თამაშს. იმ მომენტში, როდესაც მან ძელს გაარტყა ბურთი, ის ყველაფერს კარგად აკეთებდა, მაგრამ ფორტუნამ უღალატა".
"ლა ლიგა მადრიდელთათვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ვნახოთ რა მოხდება".
ინფორმაციის წყარო:As.com
- 16 მარტი 2010
- 2 000
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.