ონესიმო სანჩესი კრიშტიანოს საქციელზე
"ვალიადოლიდის" მთავარი მწვრთნელი, ონესიმო სანჩესი, მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს კრიშტიანო რონალდოს აბრალებს.
"არ დამინახია, თუ როგორ ჩაარტყა ნივალდომ მას, მაგრამ ის კი ნამდვილად შევნიშნე, რომ რონალდო მთელი თამაშის მანძილზე პროვოკაციას მიმართავდა. ის გულშემატკივართა ნერვებზე თამაშობდა, რაც არასპორტული საქციელია. რახან მას დიდი ფული აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში უნდა გაამართლონ. მე სულ არ მაინტერესებს მისი ფული და ავტორიტეტი". - განაცხადა ონესიმომ
ინფორმაციის წყარო:As.com
- 16 მარტი 2010
- 2 325
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.