ზიდანი და ფრანჩესკოლი საფეხბურთო ქარხანას ხსნიან

ორშაბათს, ორმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა და ენცო ფრანჩესკოლიმ, გახსნეს საფეხბურთო ქარხანა, რომელშიც მოხდება ახალი ტალანტების აღმოჩენა. ეს პროექტი იქნება რეალითი-შოუს ფორმატით და წლის განმავლობაში დააკვირდებიან ყველაზე კარგ ფეხბურთელებს. ამ პროექტის პრიზი კი იმაში მდგომარეობს, რომ გამარჯვებული 2010/11 წლის სეზონიდან რომელიმე ლა ლიგის გუნდში განაგრძობს ასპარეზობას.

ქარხნის გახსნის დროს ზინედინ ზიდანმა განაცხადა: "ძალიან კარგია ამ პროქეტის შექმნა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ორგანიზატორი არის ენცო ფრანჩესკოლი. მე მას უდიდეს პატივს ვცემ". ენცომაც თავის მხრივ არ დაიშურა ტკბილი სიტყვები ზიდანის მიმართ: "ადრე ჩვენ ორს არ გვეძლეოდა ერთად მუშაობის საშუალება, მაგრამ ამ ქარხანამ მოგვცა კარგი შანსი ერთად ყოფნისა".

ვარსკვლავთა აკადემიაში მონაწილეობას 20 ქვეყნიდან მიიღებენ: ესპანეთი, არგენტინა, მექსიკა, კოლუმბია, ჩინეთი და სხვა... პირველი ჩვენება 20 მარტს შედგება "სევილიაში", შემდეგ კი ისინი მადრიდში, ბარსელონაში, ვალენსიაში და სხვა ქალაქებში გაემგზავრებიან.


ინფორმაციის წყარო:Marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 9
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 4
4 ფერანი 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (164)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)