რონალდუ:„როდესაც მესიზე ვთქვი, რომ შევებრძოლები, ყველას გაეცინა“
კრიშტიანო რონალდუმ ჟურნალისტებთან ძალიან საინტერესო განცხადება, რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა...
„ზოგადად, ბევრს არასდროს ვსაუბრობ, მითუმეტეს ჟურნალისტებთან, ვინაიდან ადგილი აქვს სხვადასხვა ინტერპრეტაციას, თუმცა უნდა გავიხსენო, ერთი მნიშვნელოვანი მომენტი.“
„როდესაც მესიზე ვთქვი, რომ „პიჩიჩის“ მოგება მას გარანტირებული არ ჰქონდა და მე ამისთვის ვიბრძოლებდი, ყველას გაეცინა. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ 4 გოლი მქონდა გატანილი, მესის კი გაცილებით მეტი. ახლა ვითარება შეიცვალა, მე დავდე პირობა, რომელსაც შევასრულებ. არ ვამბობ, რომ საუკეთესო გოლეადორი აუცილებლად გავხდები, თუმცა ამის შანსი ახლა უკვე მართლაც არსებობს.“
- 19 მარტი 2018
- 17 974
- 19