ზიდანი:„რონალდუ მაიძულებს ვთქვა, რომ მესი „პიჩიჩის“ ლიდერი აღარ არის“
ზინედინ ზიდანმა „ჟირონასთან“ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდმა სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი შეიტანა კრიშტიანო რონალდუმ. როდესაც პორტუგალიელი ბრწყინვალეა, გუნდიც ბრწყინავს. ჩვენ ვიხილეთ შესანიშნავი წარმოდგენა და „რეალის“ გამარჯვება.“
„რონალდუ მაიძულებს ვთქვა, რომ მესი ლიდერი აღარ არის და პიჩიჩისთვის ბრძოლაში კრისი სერიოზულად ჩაერთო. ვერავინ წარმოიდგენდა თუნდაც 2 თვის წინ, რომ 19 მარტს რონალდუს მესიზე სამი გოლით ნაკლები ექნებოდა გატანილი.“
„კრიშტიანომ 4 გოლი გაიტანა და ასევე დაეხმარა ლუკას ვასკესს. ესპანელმა ბრწყინვალედ იასპარეზა.“
„ყურადღება დეტალებზე უნდა გავამახვილოთ. ახლა ფეხბურთელები ნაკრებებისკენ აიღებენ გეზს, შემდეგ კი სერიოზული მუშაობა გვმართებს.“
„ლუკას ვასკესს და მარკო ასენსიოს სასტარტოში თამაშის საშუალება მივეცი, ვინაიდან ვაფასებ მათ მუშაობას.“
„ბეილი გამოვიდა და გაიტანა, უელსელი ეფექტური იყო.“
- 19 მარტი 2018
- 7 925
- 15