კაზემირო:„ძალიან მძიმე გაჭირვება გავიარე“
ბრაზილიელმა კაზემირომ სატელივიზო გადაცემაში ძალიან საინტერესო შეკითხვებს გასცა პასუხი...
„დილით 09:00 საათზე ვიღვიძებ, თუ გამონაკლისი შემთხვევა არ არის.“
„მაქვს საკუთარი რიტუალები და სპეციალური დიეტა, რომლითაც წონას ვინარჩუნებ. მე არ ვარ შეშლილი, მაგრამ კვებასთან დაკავშირებით სერიოზულ კრიტერიუმებს ვაწესებ.“
„სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს, ოჯახი ხომ უპირველესია.“
„ფეხბურთს ძალიან ხშირად ვუყურებ, ხშირ შემთხვევაში ამის გამო ჩემი მეუღლე ბრაზდება, მაგრამ რას ვიზამთ, მიყვარს სპორტი.“
„რონალდუს და მესის შედარება მუდმივი საკითხია. ორივე დიდ ფეხბურთელად მიმაჩნია, თუმცა კრისი მსოფლიოში საუკეთესოა.“
„1/4 ფინალის კენჭისყრას მოუთმენლად ველი. ყველა შემთხვევაში რთული მეტოქე გვეყოლება.“
„ამბობენ, რომ ჩვენ უკეთესად ვთამაშობთ ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე შიდა ჩემპიონატის მატჩებში. ვფიქრობ, ყველა ტურნირზე თანაბრად ვიხარჯებით.“
„გუნდში საუკეთესო მეგობარი რა თქმა უნდა მარსელოა. ჩვენ ხშირად პორტუგალიურად ვსაუბრობთ.“
„ბრაზილიაში მყოფი მეგობრები ძალიან მენატრება, იქაურობასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ მადრიდს შესანიშნავად შევეგუე.“
„როდესაც ბავშვი ვიყავი მძიმე მატერიალური მდგომარეობა მქონდა. დედა და მამა ბევრს შრომობდნენ იმისათვის, რომ ჩემთვის და ჩემი და-ძმისთვის საკვები მოეპოვებინათ.“
„როდესაც ვარჯიში დავიწყე ფეხსაცმელების ყიდვის საშუალება არ მქონდა. ჩემს ოჯახს ძალიან ბევრი შრომა დასჭირდა იმისათვის, რომ ჩემი ეკიპირება შეეძინა.“
„როდესაც პირველი ხელფასი ავიღე 15 წლის ვიყავი, წავედი და დედას მივეცი, ეს იყო უდიდესი სიხარული.“
„ბრაზილიაში თამაშის დროს „რეალზე“ ოცნებასაც ვერ ვბედავდი, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა. ბედნიერი ადამიანი ვარ.“
„მადრიდი ძალიან მომწონს. არ არის გამორიცხული საცხოვრებლად აქ დავრჩე, თუმცა მხოლოდ ახლა ვფიქრობ ასე. შემდგომში შესაძლოა სამშობლოში დაბრუნებაზე ვიფიქრო.“
„შესანიშნავად ვიცნობ კასტილიას და იქაურ მოტივაციას. მადრიდელები ყოველთვის ცდილობენ მთავარ გუნდში მოხვედრას.“
„ვინიციურ ჟუნიორი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მას დიდი მომავალი აქვს.“
„ჩემი კარიერის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ჟოზე მოურინიომ.“
„როდესაც იჯარის წესით „რეალიდან“ მივდიოდი, „ინტერთან“ და „ევერტონთან“ ინტენსიური მოლაპარაკებები მქონდა, მაგრამ დამირეკა ჟულიენ ლოპოტეგიმ და ზუსტად 3 წუთში დამარწმუნა, რომ „პორტოს“ ღირსება უნდა დამეცვა.“
„მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ძლიერ მეტოქედ გერმანია მიმაჩნია, თუმცა მათ გარდა ძალიან ძლიერ კოლექტივებს წარმოადგენენ არგენტინელები, ფრანგები, ესპანელები, ბელგიელები და სხვები.“
- 16 მარტი 2018
- 7 026
- 19