„რეალის“ პრეზიდენტის ნეიმარის მამას შეხვდა
ესპანური გამოცემა „მარკა“ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სამეფო კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ნეიმარის მამას შეხვდა...
მთავარი საკითხი ყველასათვის ნათელი და გასაგებია.
გამომდინარე, „პსჟ“-სთან არსებული კონტრაქტის ურთულესი პუნქტებიდან, „რეალის“ რამდენიმე იურისტი ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობს.
პერესმა ნეიმარის მამას განუცხადა, რომ მისი შვილი ზაფხულში „ბლანკოსის“ ღირსებას დაიცავს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ამის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს, რადგან ალ ჰელაიფის დაყოფილება ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პერესმა და ნეიმარის მამამ „რეალთან“ კონტრაქტის ყველაზე დეტალი შეათანხმეს და მთავარი პარიზში არსებული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაა.
- 15 მარტი 2018
- 5 848
- 41