1/4 ფინალისტების მიღწევები ჩემპიონთა ლიგაზე
გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის 8 საუკეთესო გუნდის მიღწევებს ევროპის ყველაზე მაღალი დონის ტურნირზე.
მადრიდის „რეალი“
სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე დიდ გამოცდილებას ფლობს. ამ გუნდს თასი 12-ჯერ აქვს მოგებული. მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 35-ჯერ არიან გასულები, 28-ჯერ 1/2 ფინალში, ხოლო 15-ჯერ ფინალში. აღსანიშნავია, რომ „ბლანკოსს“ 15 ფინალიდან 12 მოგებული აქვს და მხოლოდ 3 მატჩში იწვნია მარცხი.
მიუნხენის „ბაიერნი“
„რეალის“ შემდეგ 1/4 ფინალში ყველაზე მეტჯერ „ბაიერნი“ გახლავთ გასული. გერმანელები 8 საუკეთესო გუნდს შორის 29-ჯერ მოხვნდნენ, მათ ასევე ნათამაშები აქვთ 19 ნახევარფინალი და 10 ფინალი, საიდანაც 5 მოიგეს, ხოლო 5 წააგეს.
კატალონიის „ბარსელონა“
ბარსელონელები 1/4 ფინალში 22-ჯერ გავიდნენ, საიდანაც 15 შემთხვევაში ნახევარფინალშიც გააღწიეს. რაც შეეხება ფინალს, „ბლაუგრანას“ 8 ფინალი აქვს ნათამაშები, საიდანაც 5 მოგებით დასრულდა, ხოლო 3 მარცხით.
ტურინის „იუენტუსი“
იტალიურ გუნდს 1/4 ფინალის საგზური 18-ჯერ აქვს მოპოვებული. „ბებერი ქალბატონი“ ნახევარფინალში 15-ჯერ მოხვდა, ფინალში კი 9-ჯერ. ტურინელებმა 9-იდან მხოლოდ 2 ფინალი მოიგეს 7 კი წააგეს. „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე უიღბლო გუნდია.
„ლივერპული“
მერსისაიდელები 1/4 ფინალში 14-ჯერ მოხვდნენ, საიდანაც 9 შემთხვევაში ნახევარფინალში გააღწიეს. რაც შეეხება ფინალებს - 7 მატჩი, 5 გამარჯვება, 2 მარცხი. „წითლები“ ჩემპიონთა ლიგის 5 თასს ფლობენ.
„რომა“
დედაქალაქური კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 4-ჯერ არის გასული, გუნდი ერთხელ მოხვდა ნახევარფინალში, ერთხელაფ ფინალში, თუმცა გამარჯვებას ვერ მიაღწია და ჩემპიონობის გემო არასდროს გაუსინჯავს.
მანჩესტერ „სიტი“
ხოსეპ გუარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, მაგრამ ამ გუნდს ხსენებულ ტურნირზე მცირე გამოცდილება აქვს. „სიტი“ 1/4 ფინალში ორჯერ არის გასული, ნახევარფინალში კი ერთხელ. მანჩესტერულ გუნდს ფინალში არასდროს უთამაშია.
„სევილია“
და ბოლოს ანდალუსიური სევილია. მონტელას გუნდმა 1/8 ფინალიდან „იუნაიტედი“ გამოთიშა და 1/4 ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. ეს ეტაპი „სევილიასთვის“ მაქსიმუმია, ვინაიდან 1/2 ფინალში არასდროს უთამაშია.
- 15 მარტი 2018
- 4 519
- 7