„რეალის“ გულშემატივართა უმრავლესობას 1/4-ში „ელ კლასიკოს“ ხილვა სურს
ესპანურმა გამოცემამ - „მარკა“ საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოცემას აინტერესებდა, თუ რომელი გუნდის ხილვა სურთ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მადრიდელებს მეტოქედ...
როგორც სჩანს, მადრიდისტების უმრავლესობას 1/4 ფინალში „ბარსელონა“ სურს. კატალონიურმა კლუბმა ხმების 52% მოიპოვა.
მეორე ადგილზე „სიტი“ გავიდა, გუარდიოლას გუნდს ხმების 15% ერგო, მესამე პოზიციაზე იუპ ჰაინკესის „ბაიერნი“ გახლავთ 11 %-ით.
„რეკორდმაისტერის“ შემდეგ მოდის „რომა“, იტალიელები 9%-ს დასჯერდნენ. 6%-მა მხარი „სევილიას“ დაუჭირდა, 4%-მა „იუვენტუსს“, ხოლო ბოლო ადგილზე „ლივერპული“ გავიდა 2%-ით.
- 15 მარტი 2018
- 3 331
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.