ნეიმარმა ალ ჰელაიფის განუცხადა - „„რეალში“ მივდივარ“
მოგეხსენებათ, „პსჟ“-ს მმართველი, ალ ჰელაიფი ბრაზილიაში ჩაფრინდა, სადაც ნეიმარს და მის მამას შეხვდა...
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მხარეებმა მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. ნეიმარმა ალ ჰელაფიის განუცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პარიზში დაბრუნებას აღარ აპირებს, რამაც „პსჟ“-ს მმართველის ძალიან მძიმე რეაქცია გამოიწვია.
ალ ჰელაიფიმ ნეიმარს სთხოვა, რომ მომდევნო სეზონში მაინც დარჩენილიყო საფრანგეთის დედაქალაქში, მაგრამ როგორც სჩანს პოზიცია არ იცვლება და გადაწყვეტილება მიღებულია.
„რეალში მივდივარ“ - სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ნეიმარმა მმართველს.
- 14 მარტი 2018
- 6 889
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.