რონალდინიო:„თუ ნეიმარი „რეალში“ გადავა, პატივისცემას დაკარგავს“
ბრაზილიელმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ თანამემამულე ნეიმარის „რეალში“ ტრანსფერთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა...
„მე კატალონიელი ვარ. „ბარსელონაში“ გატარებული წლები კარიერაში საუკეთესო იყო.“
„როდესაც გავიგე, რომ ნეიმარმა „პსჟ“-ში გადასვლა გადაწყვიტა გული დამწყდა, რადგან მან „ბარსელონა“ დატოვა, მაგრამ გამიხარდა, რომ ჩემი ყოფილი კლუბი „პსჟ“ აღზევების გზაზე იდგა.“
„მე ვფიქრობ, რომ ნეიმარს „ბარსელონა“ არ უნდა დაეტოვებინა და ეს არასწორი ნაბიჯი იყო, ხოლო თუ ახლა ის „ბლანკოსის“ ღირსებას დაიცავს, ეს კიდევ უფრო ცუდი ნაბიჯი იქნება.“
„თუ ბრაზილიელი „ბლანკოსის“ მაისურს მოირგებს, მე ჩავთვლი, რომ ბარსელონელთა პატივისცემას დაკარგავს.“
- 14 მარტი 2018
- 4 969
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.