„NIKE“ მზად არის ნეიმარის „რეალში“ ტრანსფერი დააფინანსოს
ესპანური გამოცემები ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან, რომლის მიხედვითაც, მადრიდის „რეალს“ ნეიმარის ყიდვა უკვე ძალიან მარტივად შეუძლია...
უმსხვილესმა კომპანიამ - NIKE მზადყოფნა გამოთქვა ბრაზილიელი ფეხბურთელის „რეალში“ ტრანსფერი უზრუნველჰყოს, სანაცვლოდ კი კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ამ კომპანიასთან უნდა ითანამშრომლოს.
მოგეხსენებათ, „ბლანკოსის“ პარტნიორი „ადიდასია“, ხელშეკრულებას ვადა 2020 წელს ეწურება, თუმცა „ბლანკოსს“ გარკვეული ჯარიმის გადახდის შემთხვევაში კონტრაქტის გაწყვეტა შეუძლია.
„ნაიკს“ საკმაოდ მაცდური წინადადება აქვს. კომპანია მზად არის ნეიმარის ტრანსფერთან ერთად კლუბს ყოველწლიურად საკმაოდ დიდი თანხა შესთავაზოს. კონკრეტული ციფრი არ სახელდება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაიკი“ გაცილებით მეტს გადაიხდის, ვიდრე „ადიდასი“, რომელიც წლიურად „ბლანკოსის“ ბიუჯეტში 40 მილიონს რიცხავს.
AS-ზე დაყრდნობით, „ბლანკოსმა“ შესაძლოა „ნაიკთან“ მრავალწლიანი ხელშეკრულება გააფორმოს და ამის შემდეგ „ბლანკოსის“ სრული ინვენტარი ხსენებულმა კომპანიამ შექმნას და არა „ადიდასმა“.
- 13 მარტი 2018
- 7 221
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.