ბეილი წასვლას ითხოვს - ზიდანთან შეხვედრის დეტალები
როგორც სჩანს, გარეთ ბეილი მადრიდის „რეალის“ ღირსებას აღარ დაიცავს...
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უელსელი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანს შეხვდა და სამომავლო გეგმები განიხილა.
უელსელს სურს, რომ კლუბი დატოვოს და პრემიერლიგაში დაბრუნდეს, კონკრეტული კლუბი კი არ სახელდება.
არაოფიციალური ინფორმაცით, ზიდანმა ბეილს სასტარტოს გარანტიები ვერ მისცა და ისიც დასძინა, რომ თავადაც არ იცის, სეზონის ბოლოს დარჩება თუ არა კლუბში.
იმ შემთხვევაში, თუ „რეალი“ ედენ აზარს და ნეიმარს შეიძენს, ბეილის წასვლა 100%-ით გადაწყვეტილი იქნება.
შეგახსენებთ, მანჩესტერ „იუნაიტედი“ ფეხბურთელში 110 მილიონ ევროს ჩამოდის.
- 12 მარტი 2018
- 8 344
- 43
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.