„რეალმა“ ნეიმარის ტრანსფერში მარსელო ჩართო
მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანი, მარსელო ვიეირა ფლორენტინო პერესმა ნეიმარის ტრანსფერში ჩართო...
მარსელო ბრაზილიელთათვის დიდი ავტორიტეტია. 28 წლის ფეხბურთელი ნეიმართან შესანიშნავ ურთიერთობაშია, რაც არაერთხელ დადასტურებულა.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი „ბარსელონაში“ თამაშობდა, ხოლო მეორე „რეალში“, მათი მეგობრობა ყოველთვის ცხადი იყო.
ფლორენტინო პერესი მარსელოს ნეიმარის დაყოლიებისთვის დაიხმარს.
არ არის გამორიცხული, მარსელო ბრაზილიაში ჩაფრინდეს და ნეიმარი მოინახულოს, სადაც მხარეები „რეალზე“ ისაუბრებენ.
იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება მსოფლიო ჩემპიონატამდე ვერ მოხერხდა, მარსელო მუნდიალზეც ეცდება ნეიმარის დაყოლიებას, ვინაიდან მეგობრები რუსეთში საკმაოდ დიდ დროს გაატარებენ ერთად.
- 12 მარტი 2018
- 6 613
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.