ხუან სანჩესი: გუტი იმსახურებს სასტარტოში თამაშს
ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ხუან სანჩესმა გუტიზე ისაუბრა. მისი აზრით უკვე დროა, მანუელ პელეგრინი გონს მოეგოს და სასტარტოში ათამაშოს ხოსე მარია გუტიერესი...
"გუტი უნიკალური ფეხბურთელია და იმსახურებს იმ თერთმეტ კაცში მოხვედრას, რომელსაც ჩილელი სპეციალისტი აყენებს. ესპანელ ნახევამრცველს შეუძლია დიდი დახმარების გაწევა საკუთარი გუნდისთვის".
"სამეფო კლუბს ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ სუსტი არც გუტია. მას შეუძლია პასების იდეალური განაწილება და აქვს მოედნის განსაკუთრებული ხედვა".
"ნახევარდაცვის რგოლი, რეალს თითქოს ყველაზე ძლიერი ჰყავს, მაგრამ ეს ასე არ არის, აშკარად ჩანს, რომ არსებობს რაღაც ბზარები, რომელიც გამოსასწორებელია".
"თუ გუტი შევა ფორმაში, იგი აჩვენებს უმაღლესი კლასის ფეხბურთს და ეს მხოლოდ სამეფო კლუბს და ჩილელ სპეციალისტს გამოადგებათ".
- 15 მარტი 2010
- 1 566
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.