ზიდანი:„ვინც ბენზემას აკრიტიკებს, ფეხბურთში არაფერი ესმის“
ზიდანმა „ეიბართან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„იმისათვის, რომ „იპურუაზე“ მოვიგოთ დიდი ძალისხმევა გვმართებს. მადრიდის „რეალს“ ფანტასტიკური მეტოქე ჰყავს. „ეიბარს“ ბრწყინვალე სეზონი აქვს.“
„არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც „რეალის“ მიერ ლა ლიგის მოგებას, მაგრამ ამის შანსი მინიმალურია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სეზონი საპატიო ადგილზე დავასრულოთ და ამისთვის დანარჩენ შეხვედრებში ბოლომდე დავიხარჯებით.“
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ესპანეთის სუპერთასზე გუნდის გაყვანა. სამწუხაროდ, მომდევნო სეზონის სტარტზე ამის შანსი ფაქტობრივად არ იარსებებს, ვინაიდან სამეფო თასს გამოვეთიშეთ, ლა ლიგის უმთავრეს ფავორიტს კი არ წარმოვადგენთ, მაგრამ უნდა შევაფასოთ რეალური სიტუაცია და ვიბრძოლოთ მაღალი მიზნებისთვის.“
„„პსჟ“-ს წინააღმდეგ ყველა ფეხბურთელმა განსაკუთრებულად იასპარეზა, ამიტომ საუკეთესოებზე არ ვისაუბრებ.“
„კარიმ ბენზემას კრიტიკა? ფრანგმა პარიზში ვერ გაიტანა, მაგრამ მთელი მატჩის მანძილზე შესანიშნავი იყო. ვინც ბენზემას ნაშრომს ვერ ხედავს, ფეხბურთში მინიმალური ესმის.“
„იგივეს თქმა შემიძლია ისკო? ალარკონს არაერთი აკრიტიკებს, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი მისი კლასი.“
„ჩემპიონთა ლიგაზე ამ ეტაპზე აღარ ვფიქრობთ, ვინაიდან 1/4 ფინალის პირველ შეხვედრამდე ლა ლიგის რამდენიმე მატჩი შედგება. ახლა ლა ლიგაზე გადმოვერთეთ.“
„ნეიმარი არის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ კლუბს მოერგება, მათ შორის მადრიდის „რეალს“, თუმცა ვთვლი, რომ 220 მილიონის გადახდა ნამდვილი სიგიჟეა. ალბათ ამ თანხაზე 10 წლის შემდეგაც ვისაუბრებთ. 400 მილიონი? მაშინ ამ თანხას რა თქმა უნდა, არ გადავიხდით.“
„გარეთ ბეილი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. უელსელმა იცის, თუ რამდენს ნიშნავს ჩვენთვის და ჩვენ მშვენივრად ვიცით მისი შესაძლებლობების შესახებ. ის, რომ მან რამდენიმე შეხვედრა სათადარიგოდან დაიწყო არაფერს წყვეტს.
- 9 მარტი 2018
- 6 543
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.