ზიდანის „კოლექციას“ „პსჟ“-ც შეუერთდა
2016 წლის 4 იანვრის შემდეგ სულ რაღაც 2 წელი და 2 თვე გავიდა, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ზინედინ ზიდანს ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოეგო...
მას შემდეგ, რაც ზიზუ „ბლანკოსს“ სათავეში ჩაუდგა, კლუბი Play Off-ებში დაუმარცხებელია და ორრაუნდიან ბრძოლაში მუდამ გამარჯვებული გამოდის.
ზიზუმ პირველი 1/8 ფინალი „რომას“ სძლის, შემდეგ იყო „ვოლფსბურგი“, რომელიც „რეალმა“ 1/4 ფინალში დრამატულად გამოთიშა ტურნირს, 1/2 ფინალში ზინედინმა „სიტის“ ძლია, ფინალში კი თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ და ჩემპიონი გახდა.
შარშანდელ სეზონში „ბლანკოსის“ მეტოქე 1/8 ფინალში „ნაპოლი“ იყო, 1/4 ფინალში „ბაიერნი“, ნახევარფინალში „ატლეტიკო“ და ფინალში ტურინის „იუვენტუსი.“
როგორც ვხედავთ, დასკვნით ეტაპზე ზიზუს „რომა,“ „ვოლფსბურგი“, „სიტი“, „ატლეტიკო“ (2-ჯერ), „ნაპოლი“, „ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ ჰყავს დამარცხებული. ამ სიას კი პარიზული „პსჟ“-ც შეუერთდა.
და ბოლოს... ვინ იქნება შემდეგი?
- 8 მარტი 2018
- 2 602
- 6