დახარჯული 1 მილიარდ 115 მილიონი ევრო „რეალმა“ პარიზში დააჩოქა
უკვე 7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „პსჟ“-ს მმართველი ალ ჰელაიფი გახდა და კლუბი აღზევების გზას დაადგა...
2011/12 წლების სეზონის დაწყების წინ „პსჟ“-მ 107.1 მილიონი ევრო დახარჯა და შემადგელობა მნიშვნელოვნად გააძლიერა.
2012/13 წლების სეზონის დაწყების წინ ალ ჰელაიფიმ ხარჯები გაზარდა და ახალი ფეხბურთელებისთვის 149.9 მილიონი ევრო გაიღო.
2013/14 წლებში „პსჟ“-ს გასავალმა 135.9 მილიონი ევრო შეადგინა.
2014/15 წლების სეზონის წინ თანხა მნიშვნელოვნად შემცირდა. ჰელაიფი 49.5 მილიონიან ხარჯს დასჯერდა.
2015/16 წლებს „პსჟ“ ომახიანად იწყებდა. გუნდმა ტრანსფერებისთვის 116.1 მილიონი ევრო დახარჯა.
2016/17 წლებში ხარჯი გაიზარდა და 138.5 მილიონი ევრო გახდა.
2017/18 წლების სეზონში კი აბსოლუტური რეკორდები დაფიქსირდა. ალ ჰელაიფიმ ბიუჯეტი 418 მილიონი ევროთი შეათხელა.
ყველაფერი ზემოხსენებულის შედეგად „პსჟ“-ში უმაღლესი კლასის ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი, მაგრამ ამ გუნდის მაქსიმუმი საფრანგეთის ჩემპიონატში კარგი თამაში და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალია.
7 წლის განმავლობაში „პსჟ“-მ ვერ გადალახა „ჩელსის“, „სიტის“, „ბარსელონას“ (3-ჯერ), მადრიდის „რეალის“ და ერთხელ საერთოდ ჯგუფური ეტაპის ბარიერი.
საერთო ჯამში ალ ჰელაიფიმ 1 მილიარდ 115 მილიონი ევრო დახარჯა, გაყიდული ფეხბურთელებიდან შემოსულმა თანხამ კი 218.9 მილიონი ევრო შეადგინა.
- 8 მარტი 2018
- 6 996
- 30