პელეგრინის კომენტარი მატჩის შემდეგ

სამეფო კლუბის ჩილელმა დამრიგებელმა, მანუელ პელეგრინიმ ვალიადოლიდის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან...

"ეს გამარჯვება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სატურნირო თვალსაზრისით, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და გავმაგრდით ცხრილის პირველ პოზიციაზე. გუნდი ფოკუსირებას ლა ლიგაზე ახდენს, რადგან სხვა ტურნირებს ჩვენ უკვე გამოვეთიშეთ. წლევანდელი წლის პრიორიტეტი სწორედ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაა, ჩვენ ბოლომდე ვარ კონცენტრირებულები ამ ჩემპიონატის მოგებაზე და ყველაფერს გავაკეთებთ თასის მოსაპოვებლად".

"ვალიადოლიდი არ იყო სუსტი მეტოქე, მიუხედავად ახლანდელი მდგომარეობისა. ისინი მთელი მატჩის მანძილზე უხეშად თამაშობდნენ "ბლანკოსის" ფეხბურთელებზე, მაგრამ საბედნიეროდ ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, ჩვენ მათთან მიზანდასახულად ვიასპარეზეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ".

"გონსალო იგუაინის თამაში აღმაფრთოვანებელი იყო. ლიონთან განცდილი მარცხის შემდეგ, არგენტინელი ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ეს ჰეთთრიკი მას ნამდვილად დაეხმარება გონს მოსვლაში, არგენტინელი ფეხბურთელი ყოველდღე პროგრესირებს და ამტკიცებს, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა".

"ლა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა მხოლოდ სამეფო კლუბსა და ბარსელონას შორის გაიმართება. ჩვენ კატალონიელებს მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით ვჯობნით, დიდი მნიშვნელობა ექნება "ელ კლასიკოს" , რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. დარწმუნებული ვარ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება, ამიტომ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ თითოეული მატჩისადმი, აუცილებელია ყველა თამაშის მოგება საბოლოო ჯილდოსთვის".

  • Hala
  • 15 მარტი 2010
  • 1 679
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)