გარეთ ბეილი ისტორიაში შევიდა
„ხეტაფესთან“ შეხვედრა ლა ლიგის ერთი რიგით მატჩი იყო, მაგრამ ცნობილია, რომ ეს შეხვედრა ისკო ალარკონისთვის საიუბილეო გამოდგა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის...
დერბი გარეთ ბეილისთვისაც მნიშვნელოვანი იყო.
უელსელმა ფეხბურთელმა „ბლანკოსის“ მაისური ლა ლიგაში 117-ედ მოირგო და ამ მაჩვენებლით გახდა პირველი ბრიტანელი, რომელმაც „ბლანკოსში“ ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა.
ბეილი „ბლანკოსის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. 117 დაპირისპირებაში უელსელის ანგარიშზე 61 გოლი და 39 საგოლე გადაცემაა. ციფრები მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ ყველა მიუთითებს იმაზე, რომ გარეთს მეტი შეეძლო.
ლა ლიგის 5 სეზონის მანძილზე 117 მატჩის ჩატარება არც ისე სახარბიელო შედეგია, რაც ტრავმიანობაც განაპირობა. რომ არა დაზიანებები ბეილს მინიმუმ 160 პაექრობა ექნებოდა ჩატარებული და შესაბამისად გოლების და საგოლე გადაცემების რაოდენობაც მნიშვნელოვნად მეტი იქნებოდა.
- 4 მარტი 2018
- 4 399
- 2