ზიდანი:„მსურს მივმართო ნეიმარს და გავამხნევო“
ზიდანმა „ხეტაფესთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ხვალინდელ თამაშში „რეალი“ ეცდება რეალური სახე აჩვენოს და წინა ტურში დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროს. ჩემი გუნდის მიზანი გამარჯვება და აქტივში 3 ქულის ჩაწერა იქნება.“
„ვწუხვარ ნეიმარის გამო. მსურს, მივმართო „პსჟ“-ს ბრაზილიელ ლიდერს და მხნეობა ვუსურვო. რთული პერიოდი გადაივლის და ის აუცილებლად დაბრუნდება.“
„ემერის ძლიერი გუნდი ჰყავს, მათთან მძიმე მატჩი გველის.“
„არ შეიძლება, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა უკვე პარიზში ვიზიტზე იფიქრონ. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ყურადღება „ხეტაფესთან“ შეხვედრაზე გვაქვს გამახვილებული. კატალონიაში მეორე ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, რაც გაფანტულობამ გამოიწვია, ამის განმეორება არ შეიძლება.“
„დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ მარსელო 100%-ით მზად არის, ამიტომ ბრაზილიელი ჩემ დავალებებს შეასრულებს.“
„რაც შეეხება მოდრიჩს და კროოსს, ამ შემთხვევაში საქმე მეტ სირთულესთან გვაქვს. ჯერ-ჯერობით უცნობია გავლენ თუ არა მოედანზე „პსჟ“-სთან, ამას რამდენიმე დღეში შევიტყბო, როდესაც მედიკოსთა მოხსენებას მოვუსმენ.“
„„ბარსელონა“ და მსაჯები? არ მაინტერესებს, არ მაინტერესებს. ეს არ არის ჩემი საქმე.“
„„ხეტაფესთვის“ წლევანდელი წელი საკმაოდ ნორმალურია. მადრიდელები ცხრილია შუა ნაწილში არიან და გაუჯმჯობესება სურთ, მათთან დიდ ბრძოლას ველი.“
„რონალდუმ შესაძლოა არც „ხეტაფესთან“ ითამაშოს. ამას ხვალ გადავწყვეტ.“
„კოვაჩიჩი კარგ ფორმაშია. ხორვატმა ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პროგრესი აშკარაა.“
„„ატლეტიკო“ შანსები ჩემპიონობაზე? მე ოპტიმისტი ვარ და ლა ლიგის მოგებისთვის ჯერ კიდევ ვიბრძვი.“
„ჯერ არ გადამიწყვეტია, როგორი შემადგენლობა იქნება პარიზში, ამაზე „ხეტაფესთან“ მატჩის შემდეგ ვიფიქრებ.“
- 2 მარტი 2018
- 7 140
- 40