აზარმა „ჩელსის“ მოთხოვნები წაუყენა
მოგეხსენებათ, ედენ აზარსა და ლონდონის „ჩელსის“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც ახალ კონტრაქტს ეხება. პარელალურად კი ბელგიელ ფეხბურთელზე პრეტენზიას მადრიდის „რეალი“ აცხადებს...
Daily Mirror გვამცნობს, რომ ედენმა „ჩელსის“ მოთხოვნები წაუყენა.
აზარი მზად არის „არისტოკრატებთან“ ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი, მაგრამ ხელშეკრულებაში უნდა ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ედენს სურვილის შემთხვევაში კლუბის დატოვება შეეძლება.
ბელგიელის გადაწყვეტილება მაშინ აიტაცეს ჟურნალისტებმა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ აზარს „მერენგების“ რიგებში თამაში სურს.
შეგახსენებთ, „ჩელსი“ წინახაზელს წლიურად 17 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება „ბლანკოსის“ 10 მილიონიან წინადადებას.
- 2 მარტი 2018
- 3 983
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.